# მომსახურების პოლიტიკა

***

**მომსახურების პირობებიძალაში შესვლის თარიღი:** 04:04:2025

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პირობები, სანამ გამოიყენებთ Mochite-ეს (“ჩვენ”, “ჩვენი”, “სერვისი”) მიერ შემოთავაზებულ SMS სერვისს. ამ სერვისით სარგებლობა ნიშნავს, რომ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.

***

**1. სერვისის აღწერა**\
ჩვენ გთავაზობთ კომუნიკაციის სერვისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ SMS შეტყობინებები საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ქსელში. თითოეული SMS-ის ღირებულება შეადგენს **5 ლარს (GEL)**.

***

#### **2. მომხმარებლის ვალდებულებები**&#x20;

მომხმარებელი, რომელიც აგზავნის შეტყობინებას ჩვენი ვებ-ფორმის საშუალებით, ვალდებულია:

* მიუთითოს რეალური გამგზავნის სახელი (Sender ID);
* არ გამოიყენოს იმიტაცია (მაგ: ბანკი, სახელმწიფო უწყება და სხვა);
* იყოს პასუხისმგებელი გაგზავნილი ტექსტის შინაარსზე;
* დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა.

***

#### **3. აკრძალული მოქმედებები**

მომხმარებელს აკრძალული აქვს:

* გამოიყენოს **გამგზავნის სახელი**, რომელიც ასოცირდება **ბანკებთან, კაზინოებთან, სახელმწიფო უწყებებთან** ან სხვა რეგულირებულ ორგანიზაციებთან;
* გაგზავნოს **სიძულვილის შემცველი, შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი ან დისკრიმინაციული შინაარსის** ტექსტები;
* გაუგზავნოს შეტყობინებები პირებს, რომელთაც **არ აქვთ წინასწარი თანხმობა** ასეთი შეტყობინებების მიღებაზე (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად);
* გამოიყენოს ჩვენი სერვისი **სპამის, თაღლითობის ან ფიშინგის** მიზნებისთვის.

***

#### **4. სერვისზე წვდომის შეზღუდვა**

ჩვენ გვაქვს უფლება:

* დროებით ან მუდმივად შევზღუდოთ წვდომა სერვისზე იმ მომხმარებლისთვის, ვინც არღვევს ამ პირობებს;
* დავბლოკოთ შეტყობინებების გაგზავნა, რომელიც ეჭვს იწვევს კანონთან შეუსაბამობას.

***

#### **5. გადახდა და ტარიფები**

* თითოეული SMS-ის გაგზავნის ღირებულებაა **5 ლარი**;
* გადახდა ხდება წინასწარ, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი გადახდის მეთოდებით;
* თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სერვისის პრობლემა დადასტურდება ტექნიკური მიზეზით.

***

#### **6. მიმღების თანხმობა (კანონმდებლობის დაცვა)**

საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ კანონების შესაბამისად, SMS შეტყობინებების გაგზავნა დაშვებულია **მხოლოდ იმ შემთხვევაში**, თუ მიმღებმა **წინასწარ გამოთქვა თანხმობა** მათ მიღებაზე.

* მომხმარებელი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ის SMS გაგზავნის მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებმაც მკაფიოდ გამოთქვეს თანხმობა;
* ჩვენ არ ვაგროვებთ მიმღების მონაცემებს, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას გავაჩეროთ სერვისი იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს.

***

#### **7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა**

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს:

* მობილური ოპერატორების ქსელის პრობლემებზე, რის შედეგადაც SMS ვერ მიაღწევს მიმღებს;
* მომხმარებლის მიერ გაგზავნილ ტექსტზე და მის სამართლებრივ შედეგებზე.

***

#### **8. პირობების ცვლილება**

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შევცვალოთ სერვისის პირობები, ტარიფები ან ფუნქციონალი.

***

#### **9. მოქმედი კანონმდებლობა**

ამ პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს სასამართლოებში.

***

#### **10. დაგვიკავშირდით**

თუ გაქვთ შეკითხვები, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

> <sub>**website:**</sub> [<sub>**www.mochite.com**</sub>](https://www.mochite.com)\ <sub>**email: <info@mochite.com>**</sub>\ <sub>**instagram: mochitesms**</sub>                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            &#x20;

***
